ერთკვირიანი გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ტური

დასაწყისის თარიღი 01/10/17 00:00
დასასრულის თარიღი 31/10/17 00:00
ფასი 1900 GEL
ტურის კატეგორიები სამკურნალო ტურები
დაჯავშნა

კურორტები რომლებსაც მოინახულებთ

წყალტუბო

კურორტი წყალტუბო

მდებარეობა: მდ. წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირები.

მანძილი: ქუთაისიდან – 15 კმ, თბილისიდან – 221 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 95 -120 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,3°C. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,8.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1700-1800 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2050 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად რადიოაქტიური (40-100 ბკ/მ3), რადონული, აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3, ტემპერატურით 35°C - 37°C;

დებიტი: 20 მლნ ლ/დღ-ღ; ასევე, კარსტული გამოქვაბულები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და ინჰალაციები, სპელეოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები და სხვ.

ტრანსპორტი

სედანი
ტრანსპორტის ტიპი სედანი
მფლობელი G-Travel
მოდელი Mercedes Benz