ერთკვირიანი ტური საქართველოში

დასაწყისის თარიღი 13/08/17 00:00
დასასრულის თარიღი 19/08/17 00:00
ფასი 1500 GEL
ტურის კატეგორიები სათავგადასავლო ტურები
დაჯავშნა

აღწერა

ტურში უნა მონაწილეობდეს მინიმუმ 6-7 ადამიანი

კურორტები რომლებსაც მოინახულებთ

ლიკანი

კურორტი ლიკანი

მდებარეობა: ბორჯომი.

მანძილი: თბილისიდან – 160 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1350 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული, ზამთარი ზომიერად რბილი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2°C, ზაფხული ძალიან თბილი, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 16°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 700 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ჰავა და სუსტი მინერალიზაციის ნახშირმჟავა ჰიდ­როკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი, კაჟოვან­მჟავის შემცველი (150 მგ/ლ), მცირე რაოდენობით დარიშხანისა და ფოსფორის შენაერთების შემცველი მინერალური წყალი, საერთო მინერალიზაციით 3,5-4,5 გ/ლ;

დებიტი: 20 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის            სახეობა: კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება და ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურები (აბაზანები, შხაპები, ინჰალაცია).

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ფილტვების ტუბერკულოზი (აქტიური ფორმა).

ბორჯომი

კურორტი ბორჯომი

მდებარეობა: მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებს შორის, მდინარე მტკვრი­სა და მისი შენაკადების _ ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ხეობაში.

მანძილი: თბილისიდან – 155 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-1000 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. მდგრადი თოვლის საფარი აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტის პირველ დეკადამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,1°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,1°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 653 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,0-7,5 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, ბორიანი (და კაჟმჟავა-ბორიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,6-6,4 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერალური წყლის აბაზანები, გამორეცხვები და ინჰალაციები.

სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტი,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების დაავადებები, პანკრეატიტი, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სნეულებები, შაქრიანი დიაბეტი.

სტეფანწმინდა

კურორტი სტეფანწმინდა

მდებარეობა: მდ. თერგის ზემო დინების მარჯვენა ნაპირი, დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, მყინვარწვერის ძირი.

მანძილი: თბილისიდან – 150 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან:1880 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14,4°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 786 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2232 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5-2 გ/დმ3, მდ. თერგის მარცხენა სანაპიროზე, სტეფანწმინდის ცენტრიდან 2 კმ- ში, დასახლებულ პუნქტ ფანშეტში.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.

ფასანაური

კურორტი ფასანაური

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდობი, მდ. თეთრი არაგვის ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 90 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1050 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4,1°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,6°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (ესენტუკის ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3-15 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქ­ვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.

სურამი

კურორტი სურამი

მდებარეობა: ლიხის ქედის სამხრეთი კალთის ძირი.

მანძილი: ხაშურიდან – 7 კმ, გორიდან – 50 კმ, თბილისიდან – 115 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 750 მ.

რელიეფი: გორაკებიანი.

კლიმატი: ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ცივი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -9°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,2°C.

ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში: 781მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,6 გ/დმ3, 68 მგ/დმ3 კაჟმჟავას შემცველობით.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენება: სახსრების ქრონიკული დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციური დაავადებები.

მესტია

საკურორტო ადგილი მესტია

მდებარეობა: მესტიის ქვაბული, მდინარეების _ მესტია­ჭალისა და მულხრის ნაპირები.

მანძილი: ზუგდიდიდან – 145 კმ, თბილისიდან – 465 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1500-1550 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°C. ზაფხული ხანმოკლე, გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 16,4°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 960 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდ­რო­კარბონატული (და ქლორიდულ-ჰიდროკარბონა­ტული) კალციუმიან-ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-2,5 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ქრონიკული გასტრიტები და რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტი).

ტრანსპორტი

მინივენი
ტრანსპორტის ტიპი მინივენი
მფლობელი G-Travel
მოდელი Honda Stepwgn 2005