ოთხ დღიანი ტური საქართველოში

დასაწყისის თარიღი 16/08/17 00:00
დასასრულის თარიღი 20/08/17 00:00
ფასი 700 GEL
ტურის კატეგორიები სათავგადასავლო ტურები
დაჯავშნა

კურორტები რომლებსაც მოინახულებთ

ბორჯომი

კურორტი ბორჯომი

მდებარეობა: მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებს შორის, მდინარე მტკვრი­სა და მისი შენაკადების _ ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ხეობაში.

მანძილი: თბილისიდან – 155 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-1000 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. მდგრადი თოვლის საფარი აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტის პირველ დეკადამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,1°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,1°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 653 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,0-7,5 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, ბორიანი (და კაჟმჟავა-ბორიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,6-6,4 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერალური წყლის აბაზანები, გამორეცხვები და ინჰალაციები.

სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტი,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების დაავადებები, პანკრეატიტი, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სნეულებები, შაქრიანი დიაბეტი.

მესტია

საკურორტო ადგილი მესტია

მდებარეობა: მესტიის ქვაბული, მდინარეების _ მესტია­ჭალისა და მულხრის ნაპირები.

მანძილი: ზუგდიდიდან – 145 კმ, თბილისიდან – 465 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1500-1550 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°C. ზაფხული ხანმოკლე, გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 16,4°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 960 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდ­რო­კარბონატული (და ქლორიდულ-ჰიდროკარბონა­ტული) კალციუმიან-ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-2,5 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ქრონიკული გასტრიტები და რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტი).

იმერეთის მღვიმეები

იმერეთის ტერიტორიაზე უამრავი კარსტული მღვიმეა. მათ დასაცავად და ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად 2007 წელს შექმნილი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორია მოიცავს 1 ნაკრძალს, 1 აღკვეთილს და ბუნების 18 ძეგლს. ესენია: სათაფ­ლიის ნაკრძალი (330 ჰა); სათაფლიის აღკვეთილი (34 ჰა); თეთრა მღვიმის, პრომეთეს, ხომულის, ღლიანის, საწურბლიის, სოლკოტის, დიდღელის, მელოურისა და ბღერის მღვიმეთა ბუნების ძეგლები; ნაპრალოვანი ტბის ბუნების ძეგლი; ოკაცეს კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლები; ნავენახევის, ნაგარევის, იაზონისა და საკაჟიის მღვიმეთა ბუნების ძეგლები; წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი; ცუცხვათის მღვიმის ბუნების ძეგლი.

წყალტუბო

კურორტი წყალტუბო

მდებარეობა: მდ. წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირები.

მანძილი: ქუთაისიდან – 15 კმ, თბილისიდან – 221 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 95 -120 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,3°C. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,8.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1700-1800 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2050 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად რადიოაქტიური (40-100 ბკ/მ3), რადონული, აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3, ტემპერატურით 35°C - 37°C;

დებიტი: 20 მლნ ლ/დღ-ღ; ასევე, კარსტული გამოქვაბულები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და ინჰალაციები, სპელეოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები და სხვ.

ლისის ტბა

საკურორტო ადგილი ლისის ტბა

მდებარეობა: თბილისის სამხრეთ-დასავლეთის განაპირა რაიონი, მდ. დიღმის წყლის და მდ. ვერეს შორის.

მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 17 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 724 მ.

რელიეფი: ბორცვიანი პლატო.

კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,6°C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24,1°C

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 513 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 66%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2500 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ჰიპერთერმული, სუსტად სულფიდური, ქლორიან-კარბონატული, ნატრიუმიანი, კაჟმჟავა მინერა­ლური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,5 გ/დმ3; დებიტი: 1, 8 მლნ ლ/დღ-ღ; სამკურნალო სულ­ფიდური ტალახის საბადო (კუმისის ტალახის ტიპის).

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, აქტიური კლიმატოთერაპია (ბანაობა ტბაში, ჰაერის და მზის აბაზანები).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების, სახსრებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

მდებარეობა: თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. შედის თბილისის კურორტების ჯგუფში.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 420 მ.

რელიეფი: გორაკ-ბორცვიანი.

კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –1°C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 554 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 66%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2112 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად მინერალიზებული, თერმული (37-47°C) სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონა­ტული და ჰიდროკარბონატულ-კარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3, გოგირდ­წყალბადის რაოდენობით 10-20 გ/დმ3;

დებიტი: 2 მლნ ლ/დღ-ღ. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები; წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება.