ორ დღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში

დასაწყისის თარიღი 01/08/17 00:00
დასასრულის თარიღი 02/08/17 00:00
ფასი 150 GEL
ტურის კატეგორიები სათავგადასავლო ტურები
დაჯავშნა

აღწერა

ტურის აღწერა: 

 9 საათზე მიკროავტობუსით გავემართებით თბილისიდან და სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

სავალდებულო და გასათვალისწინებელი პირობები 

  • ავტომობილში არ ვეწევით
  • არ ვიღებთ ალკოჰოლს
  • ვემორჩილებით გიდის მითითებებს

კურორტები რომლებსაც მოინახულებთ

ბორჯომი

კურორტი ბორჯომი

მდებარეობა: მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებს შორის, მდინარე მტკვრი­სა და მისი შენაკადების _ ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ხეობაში.

მანძილი: თბილისიდან – 155 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-1000 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. მდგრადი თოვლის საფარი აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტის პირველ დეკადამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,1°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,1°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 653 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,0-7,5 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, ბორიანი (და კაჟმჟავა-ბორიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,6-6,4 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერალური წყლის აბაზანები, გამორეცხვები და ინჰალაციები.

სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტი,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების დაავადებები, პანკრეატიტი, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სნეულებები, შაქრიანი დიაბეტი.

ტრანსპორტი

მინივენი
ტრანსპორტის ტიპი მინივენი
მფლობელი G-Travel
მოდელი Honda Stepwgn 2005