ერთდღიანი ტური ყაზბეგში

დასაწყისის თარიღი 29/07/17 00:00
დასასრულის თარიღი 29/07/17 00:00
ფასი 60 GEL
ტურის კატეგორიები სათავგადასავლო ტურები
ტრანსფერი ორი გზა
კვება საუზმე
ღვინის დეგუსტაცია
კულინარიული მასტერკლასი
შესასვლელი ბილეთები
დაჯავშნა

აღწერა

ტურის აღწერა: 

 9 საათზე მიკროავტობუსით გავემართებით თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით. მოვინახულებთ დარიალის სამონასტრო კომპლექს. დავბრუნდებით სტეფანწმინდაში, გერგეთზე ავალთ ფეხით, გავერთობით, გადავიღებთ სურათებს და სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

სავალდებულო და გასათვალისწინებელი პირობები 

  • ავტომობილში არ ვეწევით
  • არ ვიღებთ ალკოჰოლს
  • ვემორჩილებით გიდის მითითებებს
     

კურორტები რომლებსაც მოინახულებთ

სტეფანწმინდა

კურორტი სტეფანწმინდა

მდებარეობა: მდ. თერგის ზემო დინების მარჯვენა ნაპირი, დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, მყინვარწვერის ძირი.

მანძილი: თბილისიდან – 150 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან:1880 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14,4°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 786 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2232 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5-2 გ/დმ3, მდ. თერგის მარცხენა სანაპიროზე, სტეფანწმინდის ცენტრიდან 2 კმ- ში, დასახლებულ პუნქტ ფანშეტში.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.

ფასანაური

კურორტი ფასანაური

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდობი, მდ. თეთრი არაგვის ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 90 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1050 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4,1°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,6°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (ესენტუკის ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3-15 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქ­ვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.

ტრანსპორტი

მიკროავტობუსი
ტრანსპორტის ტიპი მიკროავტობუსი
მფლობელი G-Travel
მოდელი Mercedes Sprinter VIP