G-Travel

სერვისები

G-Travel გთავაზობთ სხვადასხვა სახის ტურისტულ მომსახურებას

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის სასტუმროს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

კომოპანია „G-Travel“ წარმოადგენს საქართველოში არსებული სასტუმროების სრული უმრავლესობის სტაბილურ პარტნიორს. ჩვენი კომპანიის კლიენტებისა და პარტნიორებისათვის სასტუმროებში ვრცელდება მაშტაბური ფასდაკლება როგორც სასტუმროების ნომრებზე, ისე მათ საკონფერენციო რესურსებზე.

კომპანია „G-Travel“ თავის კლიენტებს და პარტნიორებს სთავაზობს სრულ სატრანსპორტო მომსახურეობას: ტრანსფერებს აეროპორტიდან სასტუმროში და სასტუმროდან აეროპორტში, გადაადგილებას VIP კლასის ლიმუზინებითა და მიკროავტობუსებით. თქვენს განკარგულებაში შემდეგი კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები:

   ჩვენი სისტემის საშუალებით შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ სასურველი რესტორანი, ბარი, კაფე, კლუბი და ა.შ. ჩვენი საიტის ადმინისტრაცია დაგეხმარებათ შესაბამისი  სტილის რესტორნის პოვნაში სხვადასხვა აქტივობების მოსაწყობად. გთავაზობთ  ფასდაკლებას მენიუებზე. აქციები ხომ ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ფუნქცია ჩვენს საიტზე.

ჩვენს ტურისტებს ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე გიდებს ვთავაზობთ. გიდები მომზადებულნი არიან, ფლობენ სრულ ინფორმაციას საქართველოს შესახებ და საინტერესოდ გადასცემენ ტურისტებს.

ჩვენს მიერ შემუშავებული ტურები არის კომპლექსური და მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა ტურისტულ მარშუტს. ჩვენ ტურისტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ  უკვე შედგენილი ტურით და ექსკურსიით, ასევე ვაძლევთ საშუალებას დააკომპლექტონ და ააწყონ ტური საკუთარი სურვილისამებრ.

პირადი კონსიერჟის მომსახურების დანერგვა, რომელიც თავად იზრუნებს თქვენთვის რესტორნის, ან სასტუმროს დაჯავშნაზე, კონცერტის ბილეთების შეძენაზე, ღონისძიებების ორგანიზებასა, თუ სხვა ყოველდღიურ საზრუნავზე, თქვენ კი, უბრალოდ უფრო მეტ დროს დაუთმობთ საყვარელ საქმეს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

ტურისტულ კომპანია „G-Travel” გთავაზობთ სავიზო მხარდაჭერას საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს, ტურისტული ან საქმიანი ვიზიტებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომელთაც სურთ საქართველოში ბინადრობის ან სამუშაო ვიზის მიღება.