ყანჩავეთი

კურორტი ყანჩავეთი

მდებარეობა: მდინარე ყანჩაურისხევის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 65კმ, ახალგორიდან – 7 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 950-1000 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: ზომიერად მშრალი დაბალი მთის ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,0°C. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 700 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5-2,0 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემების დაავადებები, ცისტიტი და ქრონიკული პროსტატიტი, გინეკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული სიმსუქნე.

სტეფანწმინდა

კურორტი სტეფანწმინდა

მდებარეობა: მდ. თერგის ზემო დინების მარჯვენა ნაპირი, დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, მყინვარწვერის ძირი.

მანძილი: თბილისიდან – 150 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან:1880 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14,4°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 786 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2232 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5-2 გ/დმ3, მდ. თერგის მარცხენა სანაპიროზე, სტეფანწმინდის ცენტრიდან 2 კმ- ში, დასახლებულ პუნქტ ფანშეტში.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.

გუდაური

კურორტი გუდაური

მდებარეობა: თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილის მთისწინა ფერდობები, გუდამაყრისა და ლომისის ქედების ძირი.

მანძილი: თბილისიდან – 120 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 2190-2200 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: ზომიერად ნოტიო მაღალი მთის ჰავა. ზამთარი ცივი, მშრალი, მაღალი თოვლის საფრით. იანვრის საშ. ტემპერატურა -6°C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშ. ტემპერატურა 13°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, რკინადეფიციტური ანემია.

ვაჟას წყარო

კურორტი ვაჟას წყარო

მდებარეობა: დიდი კავკასიონის შუამთის ზონა, დაბა ჩარგალთან.

მანძილი: თბილისიდან – 80 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 980 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: დაბალი მთის. ზამთარი ცივი, საკმაოდ თოვლიანი. იანვრის საშ. ტემპერატურა -4,7°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშ. ტემპერატურა 18,6°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა; ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,2-27,2 გ/დმ3 და ნახშირმჟავა- ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი (და კალციუმიან-ნატრიუმიანი), რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,5-11,8 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსროვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.

ფასანაური

კურორტი ფასანაური

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდობი, მდ. თეთრი არაგვის ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 90 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1050 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4,1°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,6°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (ესენტუკის ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3-15 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქ­ვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.

ბაზალეთის ტბა

საკურორტო ადგილი ბაზალეთის ტბა

მდებარეობა: თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილის მთისწინა ფერდობები, გუდამაყრისა და ლომისის ქედების ძირი.

მანძილი: თბილისიდან – 40 კმ, დუშეთიდან – 5 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 900 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე აღინიშნება თოვლის მდგრადი საფარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,5°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,5°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 600-800 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 62%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის ჰავა.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, ბანაობა ტბაში.

სამკურნალო ჩვენებები: დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებები, რევმატული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები. ბაზალეთის ჰაერი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისთვის.

საგურამო

საკურორტო ადგილი საგურამო

მდებარეობა: მდ. არაგვის ხეობა, საგურამოს ქედის კალთები.

მანძილი: მცხეთიდან – 8 კმ, თბილისიდან – 20 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 600 მ.

რელიეფი: ბორცვიანი.

კლიმატი: დაბალი მთის. ზამთარი რბილი, მცირე­თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1°C. ზაფხული თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 700 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74 %.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის ჰავა.

მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების დაავადებები, ასევე ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა სახის დაავადებები _ ნევროზი, ნევრასთენია, შაკიკი, პროგრე-სირებადი კუნთოვანი დისტროფია.