ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები

კახეთის ორ მთავარ მდინარეს – იორსა და ალაზანს შორის მოქცეული ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები (საერთო ფართობი _ 10142 ჰა) მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს (შეიქმნა 1935 წელს ორი დიდი ქართველი მეცნიერის – ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით), ეროვნულ პარკს (ფართობი – 25, 114 ჰა) და ბუნების სამ უნიკალურ ძეგლს _ ალაზნის ჭალას, არწივის ხეობასა და ტახტითეფას ტალახის ვულკანებს. დაცული ტერიტორიები შეიქმნა არიდული ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვისა და აღდგენის მიზნით. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს გარემოს მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევებსა და ეკოლოგიურ განათლებას.

არხილოსკალო

კურორტი არხილოსკალო

მდებარეობა: ივრის ზეგანის (შირაქის ველი) აღმოსავლეთი ნაწილი.

მანძილი: დედოფლისწყაროდან – 35 კმ, თელავიდან – 120 კმ, თბილისიდან – 160 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 670 მ.

რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.

კლიმატი: მშრალი, სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2°C. ზაფხული ძლიერ თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 544 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთისა და ველის ჰავა.

სამკურნალო ჩვენება: შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები _ ნეფრიტი და პიელონეფრიტი, ცისტიტი.

უჯარმა

კურორტი უჯარმა

მდებარეობა: იალნოს ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდობი.

მანძილი: საგარეჯოდან – 22 კმ, თელავიდან (გომბორის გავლით) – 55 კმ, თბილისიდან – 35 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 960 მ.

რელიეფი: მთაგორიანი, ვაკე-ზეგნების მონაცვლეობით.

კლიმატი: აღმოსავლეთ საქართველოს დაბალმთიანი, შედარებით დაბალტენიანი ჰავა, ტემპერატურის ცვალებადობის დიდი ამპლიტუდით. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 00ჩ. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 600 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 63%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ჰიპერთერმული კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, ბრომის, იოდის, კაჟმჟავას, მეტაბორის მჟავის და სხვ. მაღალი შემცველობით, საერთო მინერალი­ზაციით 8,0-10,0 გ/დმ3;

დებიტი: 250 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პე­რიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტე­მის, ასევე გინეკოლოგიური და ანთებითი დაავადებები.

ახტალა

კურორტი ახტალა

მდებარეობა: ალაზნის ველი, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდობის ძირი.

მანძილი: თელავიდან – 25 კმ, თბილისიდან – 145 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 410-430 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: ზომიერად კონტინენტური. ზამთარი რბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,9°C. ზაფხული მეტად თბილი, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა _ 23°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 741 მმ.

ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100-2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ფსევდო-ვულკანური წარმოშობის ტალახი.

მკურნალობის სახეობები: ტალახის აბაზანები (ზოგადი და ადგილობრივი), ვაგინალური და რექტა­ლური ტამპონები; პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენება: ძვალ-სახსროვანი, პერი­ფერიული ნერვული და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებები.

ლაგოდეხი

კურორტი ლაგოდეხი

მდებარეობა: მდ. ლაგოდეხისწყლის ველი, კავკასიონის ქედის სამხრეთი ფერდობის ძირი.

მანძილი: თელავიდან – 25 კმ, თბილისიდან – 155 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 460 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,9°C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24,1°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1076 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, თავისუფალი გოგირდწყალ­ბადის 16 მგ/დმ3 შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,44 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები.

ზინობიანი

კურორტი ზინობიანი

მდებარეობა: მდ. ალაზნის ხეობა, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ფერდის ძირი.

მანძილი: თელავიდან – 40 კმ, თბილისიდან – 160 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 450 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: ზომიერად ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1°C. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23-25°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 600-800 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა, სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატულ-ქლო­­რიდული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,9 გ/დმ3 და სუბთერმული (28-300) ქლორიდულ-ნატრიუმიანი, ბორის მჟავისა და იოდის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 8-9 გ/დმ3;

დებიტი: 50 000 ლ/ დღე-ღამეში.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკუნალო ჩვენება: ძვალ-სახსროვანი, პერიფერიუ­ლი ნერვული სისტემისა და კანის დაავადებები, ასევე ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

თუშეთი

კურორტი თორღვას აბანო (თუშეთი)

მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთი ფერდობი, მდ. სტორის ხეობა.

მანძილი: ახმეტიდან – 55 კმ, თელავიდან – 65 კმ, თბილისიდან – (გომბორის გავლით) 145 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1800 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, არამაღალი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა –5°C. ზაფხული გრილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14,8°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1400 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 55%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2400-2500 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-კარბონატულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, გოგირდწყალბადის, კაჟმჟავას შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3, დებიტიL: 350 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები, ასევე ძვალ-სახსართა, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებები.