კოჯორი

კურორტი კოჯორი

მდებარეობა: თრიალეთის ქედის განშტოება.

მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 16 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1338-1350 მ.

რელიეფი: მთის პლატო.

კლიმატი: ზომიერად მშრალი, საშუალო მთის ტყიანი ზონის. ზამთარი ზომიერად ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,6°C. თოვლის საფარი მდგრადია დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. ზაფხული  მშრალი, ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 745 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ლიმფური ჯირკვლების, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ბრონქიტი, პლევრიტი, ბავშვთა კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მეორეული სისხლ­ნაკლებობა, ბრონქული ასთმა, რაქიტი, ნევროზები.

წყნეთი

კურორტი წყნეთი

მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი.

მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 15 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-1100 მ.

რელიეფი: ტერასული.

კლიმატი: დაბალი და საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლი­ანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2°C. ზაფხული ზომიერად მშრალი, თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550-650 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 67%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი და საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი და პლევრიტი, მეორეული სისხლნაკლებობა, მალარია, რაქიტი, ბრონქული ასთმა, რეკონვალესცენციის პერიოდი.

ლისის ტბა

საკურორტო ადგილი ლისის ტბა

მდებარეობა: თბილისის სამხრეთ-დასავლეთის განაპირა რაიონი, მდ. დიღმის წყლის და მდ. ვერეს შორის.

მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 17 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 724 მ.

რელიეფი: ბორცვიანი პლატო.

კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,6°C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24,1°C

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 513 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 66%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2500 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ჰიპერთერმული, სუსტად სულფიდური, ქლორიან-კარბონატული, ნატრიუმიანი, კაჟმჟავა მინერა­ლური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,5 გ/დმ3; დებიტი: 1, 8 მლნ ლ/დღ-ღ; სამკურნალო სულ­ფიდური ტალახის საბადო (კუმისის ტალახის ტიპის).

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, აქტიური კლიმატოთერაპია (ბანაობა ტბაში, ჰაერის და მზის აბაზანები).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების, სახსრებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

მდებარეობა: თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. შედის თბილისის კურორტების ჯგუფში.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 420 მ.

რელიეფი: გორაკ-ბორცვიანი.

კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –1°C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 554 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 66%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2112 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად მინერალიზებული, თერმული (37-47°C) სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონა­ტული და ჰიდროკარბონატულ-კარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3, გოგირდ­წყალბადის რაოდენობით 10-20 გ/დმ3;

დებიტი: 2 მლნ ლ/დღ-ღ. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები; წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება.