მანგლისი

კურორტი მანგლისი

მდებარეობა: თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობები, მდ. ოძისის ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 30 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1204 მ.

რელიეფი: ბორცვებიანი პლატო.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, თოვლის საფარი მდგრადია დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,2°C. ზაფხული ზომიერად მშრალი, თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,4°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 690 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ფილტვის ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური ქრონიკული დაავა­დებები, ბრონქული ასთმა.

დმანისი

საკურორტო ადგილი დმანისი

მდებარეობა: საქართველოს სამხრეთი მთიანეთი, მდინარე მაშავერას (ხრამის აუზი) ორივე ნაპირი.

მანძილი: რუსთავიდან – 130 კმ, თბილისიდან – 120 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: ზომიერად ნოტიო. ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,7°C. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე აღინიშნება თოვლის საფარი. ზაფხული ზომიერად თბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 18,2°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 698 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1760 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და დმანისის მიდამოებში არსებული სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, სუსტი ტუტე (პH-7,9) მინერა­ლური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,8 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა, ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.

კუმისი

კურორტი კუმისი

მდებარეობა: იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის, კუმისის ტბის ჩრდილო-დასავლეთით.

მანძილი: თბილისიდან – 20 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 480 მ.

რელიეფი: ბორცვიანი ვაკე.

კლიმატი: კონტინენტური, მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0°C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 68%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და კუმისის ტბის ლამის სულფიდური ტალახი სილიციუმის, ალუმინის, რკინის ჟანგეულების და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველო­ბით. ასევე, კუმისის ტბის წყალი _ ქლორიდულ-სულ­ფატურ, მაგნიუმიან-კალციუმი­ან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, საერთო მინერალიზაციით 15-25 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: სამკურნალო ტალახის აბაზანები და აპლიკაციები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, გინეკოლოგიური და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, ქრონიკული პიელონეფრიტი და ნეფრიტი, ცისტიტი, ქრონიკული გასტრიტები, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ასევე, ნერვული სისტემის დაავადებები: რადიკუ­ლიტი, იშიაზი, ენცეფალიტი.