ლესელიძე

კურორტი ლესელიძე

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო ზოლი, მდინარე ფსოუს ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 534 კმ, სოხუმიდან – 90 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 5 მ.

რელიეფი: დაბლობი.

კლიმატი: ზღვისპირა, სუბტროპიკული.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1550 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1830 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა; ზღვის წყალი.

მკურნალობის სახეობები: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური.

სამკურნალო ჩვენებები: გინეკოლოგიური, ნერვული, ენდოკრინული და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.

გაგრა

კურორტი გაგრა

მდებარეობა: გაგრის ქედის ფერდობები და შავი ზღვის ვიწრო ზოლი.

მანძილი: თბილისიდან – 534 კმ, სოხუმიდან – 90 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 10 მ.

რელიეფი: სანაპირო ზოლს კვეთენ მდინარეების _ ჟოეკვარას, ციხერვას, გაგრიფშის ხეობები.

კლიმატი:ზღვისპირა, სუბტროპიკული.

ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა: 1335 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1830 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, თერმული (43°C), აზოტიანი, სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიანი-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3 და თერმული, აზოტიანი, სულფიდური, სულფატურ-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები საერთო მინერალიზაციით 0,8-2,1 გ/დმ3; კურორტზე მოიპოვება აგრეთვე საპროპელური და ტორფიანი ტალახის მნიშვნელოვანი მარაგი.

მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, მინერალური წყლის და სამკურნალო ტალახის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქის სისტემების დაავადებები, ასევე ქრონიკული პიელონეფრიტი.

ბიჭვინთა

კურორტი ბიჭვინთა

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო ზოლი. ბიჭვინთის კონცხი.

მანძილი: თბილისიდან – 524 კმ, სოხუმიდან – 80 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 7 მ.

რელიეფი: ვაკე, შემოფარგლული გაგრისა და ბზიფის ქედებით, მთავარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებით.

 კლიმატი: ზღვისპირა, სუბტროპიკული.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა:1500 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, საპროფელის და ტორფის ტალახი, სულფიდური მინერალური წყლები.

მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, მინერალური წყლისა და ტალახის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღება, ასევე სასუნთქი ორგანოების, გულ-სისხლძარღვთა, შარდ-სასქესო, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემების დაავადებები.

ავადჰარა

კურორტი ავადჰარა

მდებარეობა: კავკასიონის ქედის მთავარ (წყალ­გამყოფ) სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ავადჰარის ხეობაში.

მანძილი: თბილისიდან – 560 კმ, გუდაუთიდან – 75 კმ, სოხუმიდან – 115 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1700 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი), ზამთარი ხანგრძლივი, ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -6,70ჩ. ზაფხული მოკლე, ზომიერად გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 13,80ჩ.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2480 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 80%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა, ბორიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,9-17,7 გ/დმ3 და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი (მაგნიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყლები საერთო მინერალიზაციით 0,4-7,2 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის (ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის) დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.

რიწა

კურორტი რიწა

მდებარეობა: კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, რიწის ტბის ნაპირი.

მანძილი: თბილისიდან – 540 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 950 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: დაბალი მთის. ზამთარი რბილი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1°C. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2200 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 79%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის, ზომიერად ნოტიო, რბილი ჰავა.

მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი ორგანოების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები.

გუდაუთა

კურორტი გუდაუთა

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპიროს შემაღლებული ყურე.

მანძილი: თბილისიდან – 485 კმ, სოხუმიდან – 40 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 25 მ.

რელიეფი: ბორცვიანი პლატო.

კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული.

ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა:1460 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი.

მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვ.

სამკურნალო ჩვენებები: არატუბერკულოზური ხასიათის სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები.

ათონი

კურორტი ახალი ათონი

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო ზოლი და ივერიის მთის კალთები.

მანძილი: თბილისიდან – 465 კმ, სოხუმიდან – 25 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 7– 80 მ.

კლიმატი: ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1598 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2130 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატი; ზღვის წყალი; კარსტული გამოქვაბული.

მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ტერენკური, ბანაობა ზღვაში), სპელეოთერაპია.

სამკურნალო დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების (გარდა ბრონქული ასთმისა) და ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

ტყვარჩელი

კურორტი ტყვარჩელი

მდებარეობა: მდინარე ღალიძგის ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 400 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 350-390 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: დაბლობის,ზომიერად ნოტიო ჰავა. ზამთარი რბილი, თოვლის საფარი აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტამდე. ზაფხული ძალიან თბილი.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა:1950 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: თერმული (320ჩ-390ჩ), აზოტიანი, ქლორიდულ-სულფატური, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3, კაჟმჟავას (55-62მგ/დმ3), რადონის (2-3 ნანოკიური/ლ) და უმნიშვნელო რაოდენობით გოგირდწყალბადის შემცველობით.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდ-სასქესო, საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის, ასევე გინეკოლო­გიური დაავადებები.

კინდღი

კურორტი კინდღი

მდებარეობა: შავიზღვისპირა დაბლობი.

მანძილი: თბილისიდან – 410 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 40 მ.

რელიეფი: დაბლობი.

კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი ძალიან რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 50ჩ. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1000-1200 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა და ჰიპერთერმული (730ჩ), ჰიდროკარ­ბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მი­ნე­რალური წყლები, საერთო მინერა­ლიზაციით 1,6-1,9 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, პანკრეატიტი), შარდ-სასქესო სისტემის დისფუნქცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები, ართრიტები და ართროზი; ასევე, გინეკოლოგიური და კანის ზოგიერთი დაავადება, მათ შორის, ფსორიაზი და ეგზემა.

გულრიფში

კურორტი გულრიფში

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, სამურზაყანოს დაბლობი.

მანძილი: სოხუმიდან _12 კმ, თბილისიდან – 430 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 120 მ.

რელიეფი: ბორცვიანი ვაკე.

კლიმატი: ზღვისპირა, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა:1410 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა : 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა.

მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია (ჰაერისა და ზღვის აბაზანები).

სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დარღვევები.

სოხუმი

კურორტი სოხუმი

მდებარეობა: მდინარე ბესლეთის ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 444 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 3 მ.

კლიმატი: ზღვისპირა, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი ძალიან რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,80ჩ. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,80ჩ.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა:1550 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2120 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სოხუმიდან ჩრდილოეთით 4 კილომეტრზე, მდინარე ბესლეთის ხეობაში ამოდის ორი ტიპის თერმული მინერალური წყლები (35,50ჩ – 420ჩ): მეთანიანი, სულფიდური, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 11-29 გ/დმ3 და აზოტიანი, სულფიდური, ქლორიდულ-სულფატური და ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-სულფატური, მაგნიუმიან-კალციუმიანი (და კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,2-1,7 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, სასუნთქი გზების, ძვალ-სახსროვანი სისტემის, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები.