ბეშუმი

კურორტი ბეშუმი

მდებარეობა: აჭარის მთიანეთი, არსიანის ქედის აღმოსავლეთი ფერდობი.

მანძილი: ხულოდან – 30 კმ, ბათუმიდან – 120 კმ, თბილისიდან (ბათუმის გავლით) – 490 კმ, ხოლო ახალციხის (გოდერძის უღელტეხილის) გავლით – 240 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1850-1900 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი), ზომიერად მშრალი. ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5°C. ზაფხული ზომიერად თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1100 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები ბავშვებში, ბრონქული ასთმა, სისხლნაკლებობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნე­ლებელი სისტემების დაავადებები.

ბაბანური

კურორტი ბაბანური

მდებარეობა: მესხეთის ქედის განშტოების, ნაცარა-ტინტეს სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა, მდ. ბარათაულის წყლის ხეობა.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1440 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი), ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივი, უხვთოვლიანი, მდგრადი თოვლის საფარით დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,3°C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 19,9°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1350 მმ.

ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 საათი.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყალი `ბაბანური~ — კარბონატულ- ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიანი, ტუტე (პH-9,66) წყალი, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, შაქრიანი დიაბეტი, რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული დაავადებები.

კოკოტაური

საკურორტო ადგილი კოკოტაური

მდებარეობა: მდ. აჭარისწყლის ხეობა, ბათუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.

მანძილი: ქედიდან – 10 კმ, ბათუმიდან – 50 კმ, თბილისიდან – 420 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: დაბალი მთის, სუბტროპიკული ჰავა.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1500 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიანი (და მაგნიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერა­ლიზაციით 2,4-3,2 გ/დმ3; დებიტი: 12 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ინფექციური ჰეპატიტი, ქრონიკული მიმდინარეობის პანკრეატიტები.

ჩაქვი

კურორტი ჩაქვი

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდინარე ჩაქვისწყლის ხეობა.

მანძილი: ბათუმის ცენტრიდან – 15 კმ, თბილისიდან – 350 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 5-30

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშ. ტემპერატურა 5°C. ზაფხული ცხელი, აგვისტოს საშ. ტემპერატურა 23°C.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.

მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.

სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლძარღვთAსისტემის, სასუნთქი ორგანოების არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა.

ციხისძირი

 

კურორტი ციხისძირი

მდებარეობა: შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლი, მოსაზღვრე მაღლობების (მცირე კავკასიონის განშტო­ებები) კალთები.

მანძილი: ქობულეთიდან – 5 კმ, ბათუმიდან – 25 კმ, თბილისიდან – 340 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 50 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 6°C. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,6°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2732 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200-2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.

მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.

სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები.

ქობულეთი

კურორტი ქობულეთი

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო ზოლი, აჭარა-იმერეთის ქედის ფერდობები.

მანძილი: ბათუმიდან – 30 კმ, თბილისიდან – 335 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 5 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო.ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშ. ტემპერატუ­რა 5°C. ზაფხული ცხელი, აგვისტოს საშ. ტემპერატურა 23°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2514 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 81%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: უნიკალური ქვიშის პლაჟი და მიკროკლიმატი.

მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.

სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლძარღვთAსისტემების, სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა და რაქიტი.

გონიო

კურორტი გონიო

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდ. ჭოროხის მარცხენა მხარე.

მანძილი: ბათუმის ცენტრიდან – 15 კმ, თბილისიდან – 380 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 30 მ.

რელიეფი: მთაგორიანი

კლიმატი: კლიმატი საშუალო წლიური ტემპერატურა 14,8 0ჩ, იანვარში — 6,5 °C, აგვისტოში — 23,4 °C. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ბრიზები.

ნალექების წლიური რაოდენობა: 2400 მმ.

საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 79%. ხშირია კოკისპირული წვიმა. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან : 16,7°C-ია.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.

მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.

სამკურნალო ჩვენებები: ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

მახინჯაური

კურორტი მახინჯაური

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი, ქ. ბათუმიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ის მანძილზე.

მანძილი: თბილისიდან – 350 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 15-100 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,70ჩ. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,60ჩ.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2750 მმ.

ჰაერის საშ. ფარდობითი ტენიანობა: 81%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და სუბთერმული (ტემპერატურა 230ჩ - 260ჩ), სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის (ტუბერკულოზისა და ბრონქული ასთმის გარდა), გულ-სისხლძაღვთა, შარდ-სასქესო (ქრონიკული პროსტატიტი) და ნერვული სისტემების, ასევე გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები.

ბათუმი

კურორტი ბათუმი

მდებარეობა: კახაბრის დაბლობი.

მანძილი: თბილისიდან – 360 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 5 მ.

რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.

კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა _ 6,5°C, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა _ 22,6°C

ნალექების წლიური რაოდენობა: 2718 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 81%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1958 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ტენიანი სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.

მკურნალობის სახეობები: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკური და სხვ.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის (არატუბერკულოზური ხასიათის) დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, ენდოკრინული და მცირე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სიმსუქნე.