შოვი

კურორტი შოვი

მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარეების ბუბასა და ჭანჭახის (მდ. რიონის შენაკადები) ზედა წელი.

მანძილი: ონიდან – 35 კმ, თბილისიდან (ტყიბულის გავლით) – 340 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან:1600 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,8°C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15,7°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ.

ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,0-2,4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალცი­უმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3; დებიტი: 150 ტონა დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი.

ხიდიკარი

საკურორტო ადგილი ხიდიკარი

მდებარეობა: რაჭის ქედის (დიდი კავკასიონის სისტემა) მთისწინეთი, მდ. რიონის მარცხენა ნაპირი.

მანძილი: ამბროლაურიდან – 4 კმ, თბილისიდან – 294 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, მცირე- თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -0,3°C. ზაფხული ძალიან თბილი. ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალი ტემპერატურა 22,1°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1000 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1900-2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული (და სულფატურ-ჰიდროკარბონატული), მაგნიუმიან-ნატრიუმიან-კალციუმიანი (და ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,8 გ/დმ3; დებიტი: 50 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის (მშრალი პლევრიტი, გახანგრძლივებული პნევმონია) და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები.

ლაშიჭალა

კურორტი ლაშიჭალა

მდებარეობა: ლეჩხუმის ქედის (მთავარი კავკასი­ონის სისტემა) სამხრეთ ფერდობი, მდ. ლაჯანურის ხეობა.

მანძილი: ცაგერიდან – 20 კმ, ამბროლაურიდან – 40 კმ, თბილისიდან (ამბროლაურის გავლით) – 340 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-900 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: დაბალი მთის ჰავა. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2°C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1800-2000 მმ.

ჰაერის საშ. ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900-2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუ­მიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მი­ნერალიზაციით 1-5 გ/დმ3; დებიტი: 20 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატო­თერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული ანთებები, საყრდენ-მამოძრა­ვებელი აპარატისა და პერიფერიული ნერვული სის­ტემის დაავადებები.