მუაში

კურორტი მუაში

მდებარეობა: სვანეთის ქედის სამხრეთი ფერდობი (დიდი კავკასიონის სისტემა), მდ. ცხენისწყლის (მდ. რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.

მანძილი: თბილისიდან – 350 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250-1300 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4°C-ს. ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17,9°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 2000 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ორი წყაროს წყალი: ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,8-2,5 გ/დმ3 (მუაში) და ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8-2,0 გ/დმ3 (წურნაში); წყლების საერთო დებიტი 13 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მუაშის მინერალური წყლის მიღება (დალევა) და წურნაშის მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

მესტია

საკურორტო ადგილი მესტია

მდებარეობა: მესტიის ქვაბული, მდინარეების _ მესტია­ჭალისა და მულხრის ნაპირები.

მანძილი: ზუგდიდიდან – 145 კმ, თბილისიდან – 465 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1500-1550 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°C. ზაფხული ხანმოკლე, გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 16,4°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 960 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდ­რო­კარბონატული (და ქლორიდულ-ჰიდროკარბონა­ტული) კალციუმიან-ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-2,5 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ქრონიკული გასტრიტები და რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტი).