მალთაყვა

კურორტი მალთაყვა

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.

მანძილი: ზუგდიდიდან – 70 კმ, თბილისიდან – 320 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1-2 მ.

რელიეფი: ვაკე. პლაჟი იმდენად სუსტი დაქანებისაა, რომ ზღვის სიღრმე რამდენიმე ათეულ მეტრის მანძილზე 1-1,5 მ-არ აღემატება.

კლიმატი: ნოტიო, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,7°C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,5°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1780-1850 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100-2180 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა რბილი ნოტიო ჰავა, ზღვა და პლაჟი.

მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, ქვიშის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსართა და ნერვუ­ლი სისტემის ფუნქციური დარღვევები, სასუნთქი ორგანოების არატუბერკულოზური და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციური დაავადებები, მეორეული ანემია.

ანაკლია

კურორტი ანაკლია

მდებარეობა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.

მანძილი: ზუგდიდან – 33 კმ, თბილისიდან – 375 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 3 მ.

კლიმატი: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპე­რატურა 5,4°C.ზაფხული ძლიერ თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,9°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1400-1680 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ჰავა, ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა.

მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, ქვიშის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოებისა და სასუნთქი გზების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები _ ლიმფადენიტი, ბრონქიტი; გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, რკინადეფიციტური ანემია, ენდოკ­რი­ნული სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტის პრო­ფილაქტიკა.

ცაიში

კურორტი ცაიში

მდებარეობა:  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, მდ. ჯუმის (მდ. ჩხოუმი-ინგურის შენაკადი) ხეობა.

მანძილი: ზუგდიდიდან – 15 კმ, თბილისიდან – 310 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 120-150 მ.

კლიმატი : სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,90°C. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,7°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1616-1720 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა: 2300-2400 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ორი ტიპის მინერალური წყალი _ სულფიდური, ქლორიდული, ნატრიუმიანი, თავისუფალი გოგირდწყალბადის 20-26 მგ/დმ3-ის შემცველი, საერთო მინერალიზაციით 3-12,5 გ/დმ3 (ტემპერატურა 81°C -82°C) და აზოტიანი, კაჟიანი, ქლორიდულ-სულფატურ-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,6-2 გ/დმ3 და 60-70 მგ/დმ3 კაჟმჟავას შემცველობით; ორივე წყლის დებიტი ერთად: 3 მლნ ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

კურორტი ცაიში

მდებარეობა:  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, მდ. ჯუმის (მდ. ჩხოუმი-ინგურის შენაკადი) ხეობა.

მანძილი: ზუგდიდიდან – 15 კმ, თბილისიდან – 310 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 120-150 მ.

კლიმატი : სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,90°C. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,7°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1616-1720 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა: 2300-2400 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ორი ტიპის მინერალური წყალი _ სულფიდური, ქლორიდული, ნატრიუმიანი, თავისუფალი გოგირდწყალბადის 20-26 მგ/დმ3-ის შემცველი, საერთო მინერალიზაციით 3-12,5 გ/დმ3 (ტემპერატურა 81°C -82°C) და აზოტიანი, კაჟიანი, ქლორიდულ-სულფატურ-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,6-2 გ/დმ3 და 60-70 მგ/დმ3 კაჟმჟავას შემცველობით; ორივე წყლის დებიტი ერთად: 3 მლნ ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

მენჯი

კურორტი მენჯი

მდებარეობა:კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი, მდ. ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.

მანძილი: სენაკიდან – 5 კმ, ზუგდიდიდან – 50 კმ, თბილისიდან – 295 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 29 მ.

კლიმატი: ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2°C. ზაფხული მეტად თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1480 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2160-2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: მეთანიანი, სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერა­ლური წყლები, საერთო მინერალიზაციით 6,0-14,0 გ/დმ3 და აზოტიანი, სულფიდური, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერა­ლიზაციით 5,2-7,4 გ/დმ3, ტემპერატურა 27°C;

დებიტი: 700 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსართა, გულ-სისხლ­ძარღვთა, პერიფერიული ნერვული სისტემებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

ლებარდე

კურორტი ლებარდე

მდებარეობა: სამეგრელოს ქედის სამხრეთი ფერდობის განშტოება, მდ. ლებარდეს (ტეხურის შენაკადი) ხეობა.

მანძილი: თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით) – 340 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1600 მ.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4°C.მდგრადი თოვლის საფარი ნოემბრიდან მაისამდე. ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15,4°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 2000-2050 მმ.

ჰაერის წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა: 2150-2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) (ნარზანის ტიპის) და რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3; დებიტი: 40 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, საშარდე სისტემის დაავადებები, მეორეული ანემია, სასუნთქი გზების დაავადებები.

მუხური

საკურორტო ადგილი მუხური

მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ოდიშის ვაკე, მდ. ხობის ხეობა.

მანძილი: მარტვილიდან – 55 კმ, თბილისიდან – 335 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 260 მ.

კლიმატი: ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი თბილი, მცი­რეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5°C. ზაფხული თბილი, ხანგრძლივი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1400-1600 მმ.

საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1700-1800 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის მანძილზე მდებარე მინერალური წყლის `ლუგელას~ საბადო. `ლუგელა~ ბუნებრივი მედიკამენტია და წარმოადგენს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იან ხსნარს. მინერალური წყლის საერთო მინერალიზაციაა 45-60 გ/დმ3, ტემპერატურა – 120ჩ; დებიტი: 22 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის მიღება.

სამკურნალო ჩვენებები: პარათირეოიდული ჯირკვლების, სასუნთქი ორგანოებისა და ლიმფური ჯირკვლების ფუნქციური უკმარისობა, ტუბერკულოზი, სისხლის შედედების დაქვეითება, რაქიტი, ნეფრიტი, მოტეხილობები, სისხლდენა, ჰემორაგიული დიათეზი, კანისა და ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური დაავადებები.

სქური

კურორტი სქური

მდებარეობა: ეგრისის ქედის მთისწინეთი, მდ. ჭანის­წყლის ხეობა.

მანძილი: წალენჯიხიდან – 14 კმ, ზუგდიდიდან – 36 კმ, თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით) – 355 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 450-500 მ.

რელიეფი: პლატოსებრი ვაკე.

კლიმატი: სუბტროპიკული სარტყლის დაბალი მთის ზონა. ზამთარი რბილი, უთოვლო. ზაფხული მეტად თბილი.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1800-2000 მმ.

წლიური საშუალო ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1943-2316 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ქლორიდულ- სულფატურ, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,7 გ/დმ3; დებიტი: 70-80 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზა­ნები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები; ღვიძლის, საშარდე და სანაღ­ვლე გზების ქრონიკული დაავადებები.