ნასაკირალი

საკურორტო ადგილი ნასაკირალი

მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის ქვემო ნაწილი, ნასაკირალის სერი.

მანძილი: თბილისიდან – 315 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 200 მ.

კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,3°C. ზაფხული ძალიან თბილი და ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21,8°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1880 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინე­რალური სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 - 7,8 გ/დმ3; დებიტი: 500 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.

ურეკი

კურორტი ურეკი

მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.

მანძილი: თბილისიდან – 320 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 2-10 მ.

კლიმატი: ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,8°C. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2000-2100 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ჰავა და ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტური რკინის ნაწილაკებს.

მკურნალობის  სახეობები: თალასოთერაპია, მაგ­ნეტიტური ქვიშის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღ­ვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაა­ვადებები, სასუნთქი გზების (მშრალი პლევრიტი), საყრდენ-მამოძრავებელი და ენდოკრინული სისტემის დაავადებები.

შეკვეთილი

კურორტი შეკვეთილი

მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდ. ნატანების შესართავი.

მანძილი: თბილისიდან – 325 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 2-6 მ.

კლიმატი: სუბტროპიკული ჰავა; ზამთარი რბილი, უთოვლო; იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,8°C; ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო; აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,6°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2096 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და პლაჟის ქვიშა.

მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, ქვიშის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაავადებები.

გრიგოლეთი

კურორტი გრიგოლეთი

მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 4 მ.

მანძილი: თბილისიდან – 315 კმ.

კლიმატი: ზღვისპირა ნოტიო, სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2°C. ზაფხული ძლიერ თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,2°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1700-1800 მმ.

ჰაერის საშ. ფარდობითი ტენიანობა: 79%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1980-2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიტური რკინის ნაწილაკებს.

მკურნალობის სახეობები: კლიმატო- თალასო- და პსამოთერაპია, მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოების, ტუბერკულოზის, ნერვული და საყრდენ-მამოძრა­ვებელი სისტემის (რევმატული და სახსრების)

დაავადები.

ნაბეღლავი

კურორტი ნაბეღლავი

მდებარეობა: მესხეთის ქედის მთისწინეთი, მდ. გუბაზეულის (მდ. სუფსის შენაკადი) ხეობა.

მანძილი: ჩოხატაურიდან – 25 კმ, თბილისიდან – 335 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 470-490 მ.

კლიმატი: სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო ჰავა.ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,6°C ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1438 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (ბორჯომის ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 7,5-8,0 გ/დმ3, შეიცავენ კაჟმჟავას, ბრომს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს; დებიტი: 600-700 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ქრონიკული კოლიტები და ენტეროკოლიტები, ქრონიკული გასტრიტი, ჰიპოაციდური გასტრიტი, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთება, ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი და საშუალო ფორმა, სიმსუქნე).

ბახმარო

კურორტი ბახმარო

მდებარეობა: მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ფერდობები, მდ. ბახვისწყლის ხეობა.

მანძილი: ჩოხატაურიდან – 55 კმ, თბილისიდან – 365 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1926-2050 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთისა (ზედა სარტყელი) და ზღვის ჰავა. ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,5°C. თოვლის საფარი რჩება 6 თვემდე. ზაფხული ზომიერად გრილი და ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა13,4°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1500-1600 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2050-2200 სთ.

ბუნებრივი სამკურალო ფაქტორი: ზღვის ჰავასთან შეხამებული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, ტუბერკულოზის სხვა­დასხვა (ფილტვის, ძვალ-სახსართა, ჯირკვლოვანი, პლევრალური) ფორმა, მეორეული ანემია, ნევრასთენია.