იმერეთის მღვიმეები

იმერეთის ტერიტორიაზე უამრავი კარსტული მღვიმეა. მათ დასაცავად და ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად 2007 წელს შექმნილი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორია მოიცავს 1 ნაკრძალს, 1 აღკვეთილს და ბუნების 18 ძეგლს. ესენია: სათაფ­ლიის ნაკრძალი (330 ჰა); სათაფლიის აღკვეთილი (34 ჰა); თეთრა მღვიმის, პრომეთეს, ხომულის, ღლიანის, საწურბლიის, სოლკოტის, დიდღელის, მელოურისა და ბღერის მღვიმეთა ბუნების ძეგლები; ნაპრალოვანი ტბის ბუნების ძეგლი; ოკაცეს კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლები; ნავენახევის, ნაგარევის, იაზონისა და საკაჟიის მღვიმეთა ბუნების ძეგლები; წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი; ცუცხვათის მღვიმის ბუნების ძეგლი.

ნუნისი

კურორტი ნუნისი

მდებარეობა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთი.

მანძილი: ხარაგაულიდან – 30 კმ, ქუთაისიდან – 85 კმ, თბილისიდან – 210 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 750-800 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშ. ტემპერატურა -0,3°C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშ. ტემპერატურა 21°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1150-1200 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 - 2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აზოტიანი, მეთანიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ- ჰიდროკარბონატულ-კარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიან-ნატრიუმია­ნი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დმ3; დებიტი: 80 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი, ეგზემა, ქრონიკული ჭინჭრის ციება, ნევრალგია, ნევრიტი, რადიკულიტი და სხვ.

ზვარე

საკურორტო ადგილი ზვარე

მდებარეობა: ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთი.

მანძილი: ხარაგაულიდან – 25 კმ, ქუთაისიდან – 80 კმ, თბილისიდან – 205 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 750-800 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -0,3°C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1150-1200 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 - 2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აზოტიანი, მეთანიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ- ჰიდროკარბონატულ-კარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დმ3; დებიტი: 20 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ნაღველკენჭოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის (ქრონიკული გასტრიტი, პანკრეატიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული ჰეპატიტი და ქოლეცისტიტი) დაავადებები.

კვერეთი

კურორტი კვერეთი

მდებარეობა: საჩხერის მუნიციპალიტეტი, რაჭის ქედის ფერდობი, მდ. ჩიხურას ხეობა.

მანძილი: ქუთაისიდან – 85 კმ, თბილისიდან – 165 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 570-600 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული სარტყლის ტყის ზონა. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3°C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22°C.

ნალექების წლიური რაოდენობა:1100-1200 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900-2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული სარტყლის ტყის ზონის ჰავა და აზოტიანი, სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, საერთო მინერალიზაციით 0,5-0,9 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

ცხრაჯვარი

საკურორტო ადგილი ცხრაჯვარი

მდებარეობა: ნაქერალას ქედის სამხრეთი ფერდობი.

მანძილი: ქუთაისიდან – 50 კმ, თბილისიდან – 230 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1350 მ.

რელიეფი: გორაკ-ბორცვიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4,8°C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,5°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1400 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1700-1800 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; კარსტული გამოქვაბულები.

მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, რკინადეფიციტური ანემია.

გორდი

საკურორტო ადგილი გორდი

მდებარეობა: ასხის მასივი, მდინარე ოკაცეს ხეობა.

მანძილი: ხონიდან – 13 კმ, ქუთაისიდან – 38 კმ, თბილისიდან – 273 კმ.

რელიეფი: მთაგორიანი.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800 მ.

კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო.

საშუალო წლიური ტემპერატურა:  14°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1790 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 85%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.

 ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა.

მკურნალობის სახეობები: კლიმატოთერაპია, ტერენკური.

სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, საერთო გადაღლა.

სამტრედია

კურორტი სამტრედია

მდებარეობა: იმერეთის დაბლობი, მდინარეებს – რიონსა და ცხენისწყალს შორის.

მანძილი: ქუთაისიდან – 30 კმ, თბილისიდან – 250 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 25 მ.

რელიეფი: ვაკე-დაბლობი.

კლიმატი: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,7°C. ზაფხული ცხელი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1530 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 85%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.

 ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ჰიპერთერმული (ტემპერატურა 65-67°C), სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,5-3 გ/დმ3; დებიტი: 3 მლნ ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

სულორი

კურორტი სულორი

მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

მანძილი: ქუთაისიდან – 30 კმ, თბილისიდან – 250 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 180-200 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: ტენიანი, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5°C. ზაფხული ძალიან თბილი, ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1350 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: აზოტიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,6 გ/დმ3. წყლის ტემპერატურა 35°C.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზა­ნები.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

ზეკარი

კურორტი ზეკარი

მდებარეობა: მესხეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი (მცირე კავკასიონის სისტემა), მდ. ხანისწყლის ხეობა.

მანძილი: ბაღდათიდან – 25 კმ, ქუთაისიდან – 55 კმ. თბილისიდან – 255კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 750-780 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: ნესტიანი, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1°C. ზაფხული თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1800-1900 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1300-1400 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდურ–ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5 გ/დმ3; დებიტი: 400 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული ართრიტი, ნეფ­რიტი, ნევრალგია, რადიკულიტი და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები, რევმატიზმი.

საირმე

კურორტი საირმე

მდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ჩრდილოეთი კალთა, მდინარე წაბლისწყლის ხეობა.

მანძილი: ბაღდათიდან – 25 კმ, ქუთაისიდან – 55 კმ. თბილისიდან – 255კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1100 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული სარტყლის საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ტყიანი ზონის. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3°C. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა17,8°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1000-1100 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 80%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1273-1459 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,7-9,9 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი, კაჟიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,4-3,0 გ/დმ3; დებიტი: 50 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზა­ნე­ბი და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გინეკოლოგიური და უროლოგიური პროფილის დაავადებები, თირკმლების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის დაავადებები, ღვიძლისა და სანაღველე გზების სხვადასხვა ეტიოლოგიის  ქრონიკული და ანთებითი დაავადებები, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

წყალტუბო

კურორტი წყალტუბო

მდებარეობა: მდ. წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირები.

მანძილი: ქუთაისიდან – 15 კმ, თბილისიდან – 221 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 95 -120 მ.

რელიეფი: ვაკე.

კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,3°C. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,8.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1700-1800 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2050 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად რადიოაქტიური (40-100 ბკ/მ3), რადონული, აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3, ტემპერატურით 35°C - 37°C;

დებიტი: 20 მლნ ლ/დღ-ღ; ასევე, კარსტული გამოქვაბულები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და ინჰალაციები, სპელეოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები და სხვ.