აბასთუმანი

კურორტი აბასთუმანი

 მდებარეობა: მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდ. ოცხის ხეობა.

მანძილი: ადიგენიდან – 25 კმ, ახალციხიდან – 28 კმ, თბილისიდან –240 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250-1450 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°C. თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 16°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 688 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1967 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის რბილი ჰავა და თერმული, კაჟიანი, სულფატურ-ქლორიდულ, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,6 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზი განვითარების ყველა ფაზაში, პნევმო-პლევრიტისა და ლიმფადენიტის ქრონიკული და მწვავე ფორმები; ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემების, გინეკოლოგიური დაავადებები.

ასპინძა

კურორტი ასპინძა

მდებარეობა: თრიალეთის ქედის ფერდობი, მდ. მტკვრის ხეობა.

მანძილი: თბილისიდან (ახალციხის გავლით) – 240 კმ, ხოლო ნინოწმინდის (ჯავახეთის გზა) გავლით – 230 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1050-1060 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,2°C. ზაფხული თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,3°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 520 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 64%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და თერმული, სუსტადსულფიდური, სულფატურ-ქლორიდული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები კაჟმჟავას (40-45 მგ/დმ3) შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,8-1,0 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური დაავადებები.

ბაკურიანი

კურორტი ბაკურიანი

მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1700 მ.

მანძილი: ბორჯომიდან – 30 კმ, თბილისიდან – 180 კმ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,6°C. თოვლის საფარი რჩება 4-5 თვის განმავლობაში. ზაფხული ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 800 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია, ჰაერისა და მზის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: ლიმფადენიტი, სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა.

მიტარბი

საკურორტო ადგილი მიტარბი

მდებარეობა: ბორჯომის ხეობა, მდ. მიტარბულას სანაპირო. მოიცავს ორ სოფელს (დიდი და პატარა მიტარბი).

სიმაღლე ზღვის დონიდან: დიდი მიტარბი - 1480 მ, პატარა მიტარბი - 1300 მ.

მანძილი: ბორჯომიდან – 25 კმ, თბილისიდან – 175 კმ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი), გარდამავალი კონტინენტურ-სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულზე. დიდ მიტარბში ზამთარი ზომიერად ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,9°C; პატარა მიტარბში ზამთარი ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,1°C. ორივე სოფელში ზამთრის პერიოდში აღინიშნება მდგრადი თოვლის საფარი. ზაფხული გრილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დიდ მიტარბში 18°C, პატარა მიტარბში 18,2°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 800 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2050-2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8-4,2 გ/დმ3; დებიტი: 100-110 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, მათ შორის ქრონიკული გასტრი­ტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი და ენტეროკოლიტი.

ცემი

კურორტი ცემი

მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი, სადგერის პლატო.

მანძილი: ბორჯომიდან – 15 კმ თბილისიდან – 170 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1120 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, საკმაოდ თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპე­რატურა -4,2°C. ზაფხული თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა, ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები, რკინა­დეფიციტური ანემია.

წაღვერი

კურორტი წაღვერი

მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი, მდ. გუჯარეთისწყლის ხეობა.

მანძილი: ბორჯომიდან – 20 კმ, თბილისიდან – 170 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1020-1050 მ.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, საკმაოდ თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,5°C. ზაფხული ზომიერად თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,3°C. ნალექების წლიური რაოდენობა: 585 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 საათი.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რკინის შემცველობით  45 მგ/დმ3-მდე, საერთო მინერალიზაციით 3-5 გ/დმ3; დებიტი: 34 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, სეირნობა, ტერენკური), მინერალური წყლის მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვისა და გულ-სისხლ­ძარღვთა სისტემების დაავადებები, ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი და ენტეროკოლიტი, შაქრიანი დიაბეტი, რკინადეფიციტური ანემია.

ლიკანი

კურორტი ლიკანი

მდებარეობა: ბორჯომი.

მანძილი: თბილისიდან – 160 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1350 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული, ზამთარი ზომიერად რბილი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2°C, ზაფხული ძალიან თბილი, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 16°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 700 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ჰავა და სუსტი მინერალიზაციის ნახშირმჟავა ჰიდ­როკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი, კაჟოვან­მჟავის შემცველი (150 მგ/ლ), მცირე რაოდენობით დარიშხანისა და ფოსფორის შენაერთების შემცველი მინერალური წყალი, საერთო მინერალიზაციით 3,5-4,5 გ/ლ;

დებიტი: 20 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის            სახეობა: კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება და ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურები (აბაზანები, შხაპები, ინჰალაცია).

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ფილტვების ტუბერკულოზი (აქტიური ფორმა).

ბორჯომი

კურორტი ბორჯომი

მდებარეობა: მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებს შორის, მდინარე მტკვრი­სა და მისი შენაკადების _ ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ხეობაში.

მანძილი: თბილისიდან – 155 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-1000 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. მდგრადი თოვლის საფარი აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტის პირველ დეკადამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,1°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,1°C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 653 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,0-7,5 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, ბორიანი (და კაჟმჟავა-ბორიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,6-6,4 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერალური წყლის აბაზანები, გამორეცხვები და ინჰალაციები.

სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტი,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების დაავადებები, პანკრეატიტი, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სნეულებები, შაქრიანი დიაბეტი.