ხოვლე

კურორტი ხოვლე

მდებარეობა: შიდა ქართლის დაბლობი, მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.

მანძილი: კასპიდან – 26 კმ, გორიდან – 30 კმ, თბილისიდან (ძეგვის გავლით) – 60 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 780 მ.

რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.

კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად მშრალი ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის                საშუალო ტემპერატურა –1,2°C. ზაფხული თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,5°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 400-600 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2400 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და ძვალ-სახსართა სისტემების, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, ცისტიტი და ქრონიკული პროსტატიტი, ენდოკრინული სიმსუქნე.

გორიჯვარი

კურორტი გორიჯვარი

მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის მთისწინეთი, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირი.

მანძილი: თბილისიდან – 85 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.

 კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად მშრალი. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,2°C. ზაფხული ძლიერ თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,3°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 498 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 საათი.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,9 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.

აბანო

საკურორტო ადგილი აბანო

მდებარეობა: ქარელის მუნიციპალიტეტი, მდ. ლოპანისწყლის კალაპოტი.

მანძილი: თბილისიდან – 115 კმ, ქარელიდან – 25 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.

რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.

კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად მშრალი. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –1,2°C. ზაფხული თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,2°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 400-500 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და გოგირდ- წყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და ძვალ-სახსართა სისტემების, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები, ცისტიტი და ქრონიკული პროსტატიტი, ენდოკრინული სიმსუქნე, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

სურამი

კურორტი სურამი

მდებარეობა: ლიხის ქედის სამხრეთი კალთის ძირი.

მანძილი: ხაშურიდან – 7 კმ, გორიდან – 50 კმ, თბილისიდან – 115 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 750 მ.

რელიეფი: გორაკებიანი.

კლიმატი: ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ცივი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -9°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,2°C.

ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში: 781მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,6 გ/დმ3, 68 მგ/დმ3 კაჟმჟავას შემცველობით.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენება: სახსრების ქრონიკული დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციური დაავადებები.

ქვიშხეთი

კურორტი ქვიშხეთი

მდებარეობა: ლიხის ქედის კალთა, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი.

მანძილი: ხაშურიდან – 10 კმ, გორიდან – 50 კმ, თბილისიდან – 120 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 750 მ.

რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.

კლიმატი: დაბალი მთის სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,9°C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,7°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 567 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,14გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რკინადეფიციტური ანემია და რადიოაქტიური და სხივებით გამოწვეული დაავადებები.

ჯავა

კურორტი ჯავა

მდებარეობა: მდინარე ლიახვის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირი, ჯავის ქედის ფერდობი.

მანძილი: თბილისიდან – 120 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1040-1120 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,6°C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,3°C.

ნალექების წლიური რაოდენობა: 966 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8-25,8 გ/დმ3; ნახშირმჟავა-ქლორიდული, ნატრიუმიანი (კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 25,4-28 გ/დმ3; აზოტიანი, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,1-10,3 გ/დმ3; აზოტიანი, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 10,0-11,0 გ/დმ3 და მეთანიანი, ქლორიდული, კალციუმიან- ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 10,5-28,5 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები: ბალნეოთერაპია (მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაციები, შესხურებები, გამორეცხვები, დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული გასტრიტები, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ინფექციური ჰეპატიტი, რკინადეფიციტური ანემია და რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული დაავადებები.